საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:02 | 28.10.2020
ნანახია: 597

საქართველოში COVID-19-ით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 253-ს შეადგენს.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 33858 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14829 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2344, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -4022.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე