საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 28.10.2020
ნანახია: 516

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 33858-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 33858 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14829 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 253.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2344, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -4022.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე