საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 24.10.2020
ნანახია: 141

საქართველოში COVID-19-ით 10 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს შეადგენს.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 26503-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 26503 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10163 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე