გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სარდაფის გაძარცვა სცადეს

საქართველო, თბილისი - 18:49 | 23.10.2020
ნანახია: 772

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სარდაფის გაძარცვა სცადეს. პოლიციამ ერთ-ერთი მძარცველი უკვე დააპატიმრა, ის სავარაუდოდ, 18 წლისაა.

ადგილობრივების თქმით, სარდაფი რამდენიმე მეზობელს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, იქ მხოლოდ საკვებ პროდუქტსა და ალკოჰოლურ სასმელს ინახავდნენ.

ადგილზე, სავარაუდოდ, ორი მძარცველი იყო,ერთ-ერთი მათგანი მეზობელმა სარდაფში ჩაკეტა, სწორედ ასე მოახაერხა პოლიციამ მისი დაკავება.

ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე