"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ტერორისტს მოუწოდებს, წაღებული ფულით სამეგრელოს სოფლებში წისქვილები გახსნას

საქართველო, თბილისი - 18:24 | 23.10.2020
ნანახია: 593

"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ბელქანია ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს მოუწოდებს, წაღებული ფულით სამეგრელოს სოფლებში წისქვილები გახსნას. ამის შესახებ ბელქანია ვიდეომიმართვაში აცხადებს.

"მივმართავთ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი, ჩაბარდეს და ის ფული, რომელიც ჩვენგან წაიღო- წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, ყველა სოფელში წისქვილი გახსნას, - აცხადებს თამარ ბელქანია ვიდეო-მიმართვაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე