ამერიკელმა ასტრონავტმა პრეზიდენტის არჩევნებზე ხმა კოსმოსიდან მისცა

საქართველო, თბილისი - 15:20 | 23.10.2020
ნანახია: 684

ამერიკელმა  ასტრონავატმა ქეით რუბინსმა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება, კოსმოსიდან აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე  ხმა მისცა. ამის შესახებ რუბინსი Twitter-ზე წერს.

„დღეს ხმა მივეცი“, - იუწყება რუბინსი. ის პოსტთან ერთად აქვეყნებს ფოტოს კაიუტის ფონზე, სადაც კიდია სახუმარო ტაბლო „კენჭისყრის კაბინა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

 აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება. ვადამდელი კენჭისყრა რამდენიმე შტატში უკვე დაიწყო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე