ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 23.10.2020
ნანახია: 514

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი - 61 წლის ქალი.

დღეის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3306 შემთხვევაა დადასურებული. გამოჯანმრთელდა 1289 პაციენტი. გარდაიცვალა 33 ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე