საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 23.10.2020
ნანახია: 549

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 24562-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 24562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9751 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 183.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1848, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -3155.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე