ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:56 | 22.10.2020
ნანახია: 618

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი ნათესავებმა სცემეს, რა დროსაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

ნათესავებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი უცნობია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს და ისინი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე