ალიევი მოსკოვში ფაშინიანთან შეხვედრას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 15:37 | 22.10.2020
ნანახია: 535

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრ ნოკოლ ფაშინიანთან მოსკოვში შეხვედრას არ გამორიცხავს. თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ის მოსკოვში არ მიუწვევია.

„დიახ, ეს შეხვედრა შესაძლებელია. ასეთი შეხვედრები ადრეც ბევრჯერ ყოფილა. ყველაფერი დამოკიდებულია დღის წესრიგზე. სამწუხაროდ, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პერსპექტივები სომხეთის დღევანდელ ხელისუფელბასთან ძალინა მცირეა“, - განაცხადა ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-თან ინტერვიუში.

ალიევის თქმით, პუტინისგან მიწვევა ჯერ არ მიუღია.

„მე არაეთხელ ჩავედი მოსკოვში ვიზიტით პუტინის მიწვევით. წელიწადში რამდენჯერმეც კი. ასე, რომ ეს მაღალი დონის კონტაქტები ჩვეულებრივი მოვლენაა პარტნიორ ქვეყნებსა და მეზობლებს შორის. პუტინიც არაერთხელ იმყოფებოდა აზერბაიჯანში“, - განაცხადა ალიევმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე