ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 22.10.2020
ნანახია: 540

ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯაფარიძე ამის შესახებ facebook-ზე წერს. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

"კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე
მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ
ამჟამად ბევრად უკეთესადაა
სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა
სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო
კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ
31-ში უნდა მოვიგოთ", - წერს ჯაფარიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე