ზღულაძეს, საყვარელიძეს, კვიტაშვილს და დეკანოიძეს შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვან

საქართველო, თბილისი - 16:37 | 18.01.2016
ნანახია: 2058

უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილეს დავით საყვარელიძეს, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს, უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს და შს მინისტრის მრჩეველს ეკა ზღულაძეს შესაძლოს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვან.

განცხადება ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ გააკეთა. „კონსტიტუციაში მკაცრად არის გაწერილი, რომ საქართელოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე“, - განაცხადა უკლებამ.

გავრცელბული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა ასევე ჩამოერთმევაუკრაინისნიუსტიციის მინისტრის მოადგილეს ჯაბა ებანოიძეს, ნაციონალური პოლიციის უფროსს გიორგი გრიგალაშვილს და იოდესის პოლიციის უფროსს გია ლორთქიფანიძეს.

აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე