როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? - ნიკა გვარამია შსს-ს

საქართველო, თბილისი - 19:50 | 21.10.2020
ნანახია: 592

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შს მინისტრის მოადგილეს, კახა საბანაძის განცხადებას ეხმიანება. საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტრურების მოქმედებას.

"საჯაროდ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის განცხადებიდან ვერავითარი შინაარსი გამოვიტანე: როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯარო პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას - წერს ნიკა გვარამია.

მთავარ არხში ამბობენ, რომ მძევალი არხის გენერალურ დირექტორს შეიარაღებული თავდამსხმელის მოთხოვნით დაუკავშირდა და მათთვის უცნობი იყო, რას მოიმოქმედებდა თავდამსხმელი მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ. 

ზუგდიდში, შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე