მამაჩემს 2 ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო - ვატო წერეთელი

საქართველო, თბილისი - 19:15 | 21.10.2020
ნანახია: 550

"ტელეკომპანია პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მამამისს, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს მოკვლით დაემუქრნენ.

"მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო. შინაგან საქმეთა სამინისტრო, დროზე !!!!!!!!!!!".- დაწერა წერეთელმა ფეისბუქზე.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო გამოეხმაურა ავთანდილ წერეთლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესაძლო მუქარას და სამართალდამცავებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე