კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში, 295 კი იმერეთში გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 21.10.2020
ნანახია: 566

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში, 295 იმერეთში გამოვლინდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„დღეს გამოვლენილი 1 351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 445, აჭარის რეგიონში 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 66, მცხეთა-მთიანეთში -23, ასევე 23 დაფიქსირდა შიდა ქართლში, კახეთში -20, სამცხე-ჯავახეთში -18, გურიაში -15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ერთი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე