საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 21.10.2020
ნანახია: 602

საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 172-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 21 208 შემთხვევაა დადასტურებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე