ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 20:44 | 20.10.2020
ნანახია: 525

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ით 21 331 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 241 ადამიანი.

პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის 762 542 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 43 967 ადამიანი.

ბოლო კვირების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა 12 ოქტომბერს ადგილობრივი ლოკდაუნის სამდონიანი ახალი სისტემის შესახებ განაცხადა. უელსის ხელისუფლებამ 23 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე ლოკდაუნი გამოაცხადა: დაიკეტება არასასურსათო მაღაზიები, სპორტული ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები. მოქალაქეებმა შესაძლებლობის მიხედვით სახლებიდან უნდა იმუშაონ. სხვადასხვა ოჯახის წევრები, ცალკეული გამონაკლისის გარდა, ერთმანეთს ვერც დახურულ და ვერც ღია სივრცეებში შეხვდებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე