მცხეთაში რესტორნები 22 საათის მერე აღარ იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 20.10.2020
ნანახია: 841

მცხეთაში რესტორნები 22 საათის მერე აღარ იმუშავებს. აჭარის, იმერეთისა და თბილისის შემდეგ რესტორნები 22 საათის მერე მცხეთაშიც დაიკეტება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„მცხეთაზე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. გუშინ აღინიშნა, რომ რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ის რეჟიმი ამოქმედდება, რაც არის ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე რესტორნებთან მიმართებით“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე