საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 20.10.2020
ნანახია: 501

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 328 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8 666.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 153-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე