თუ სიცხე გაქვთ და ინფიცირებულთან კონტაქტი არ გქონიათ, ნუ დარეკავთ მაშინვე 112-ში - იმნაძე

საქართველო, თბილისი - 11:09 | 20.10.2020
ნანახია: 1692

თუ სიცხე გაქვთ და ინფიცირებულთან კონტაქტი არ გქონიათ, ნუ დარეკავთ მაშინვე 112-ში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

"ჩვენი მოსახლეობის შეგნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არა მარტო დისტანციის დაცვასა და ნიღბის ტარებაში, არამედ თუ ტემპერატურა აგიწევს, არ დარეკო იმ წუთში 112-ში, თუ არ თვლი, რომ ნამდვილად კორონიანთან გქონდა კონტაქტი და თვითიზოლაციაში გადახვიდე. შესაძლოა, ამ დროს ვიღაცას მართლაც სჭირდება სასწრაფო და ის თქვენი ზარით არის დაკავებული,” - განაცხადა იმნაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე