საქართველოში კორონავირუსით დღეს მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:13 | 18.10.2020
ნანახია: 647

აჭარაში COVID-19-ით კიდევ ერთი ინფიცირებული, 69 წლის კაცი გარდაიცვალა. 18 ოქტომბრის მონაცემებით, ის ქვეყანაში მე-9 გარდაცვლილია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას კორონავირუსთან ერთად ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადება, არტერიული, ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტის აღენიშნებოდა.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 9 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე