ბათუმში, კორონავირუსით 41 წლის ქალი კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 18:36 | 15.10.2020
ნანახია: 666

ბათუმში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 წლის ქალი.

გარდაცვლილს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ის კლინიკაში არ გადიოდა მკურნალობას.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის თქმით, პაციენტი უსიმპტომო იყო ამიტომაც მკურნალობის კურსს კოვიდსასტუმროში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიოდა.

"კოვიდკარანტინში დაფიქსირდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემთხვევა. ის იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნულ სასტუმროებში შემოვლა დღეში 2 ჯერ ხორციელდება. ეს ქალბატონი გახლდათ, ფაქტობრივად, უსიმპტომო და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი, სავარაუდოდ, დაფიქსირდა თრომბოემბოლეა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია,"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე