ახლა უკვე ქუჩაშიც უნდა ვიაროთ პირბადით - მარინა ენდელაძე

საქართველო, თბილისი - 13:08 | 15.10.2020
ნანახია: 543

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მოქალაქეებს მოუწოდებს ქუჩაშიც პირბადით იარონ.

„კლასტერები გავრცელდა ქვეყნაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი“, -ამბობს ენდელაძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე