უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 12:17 | 15.10.2020
ნანახია: 595

15-18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე