კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 366 თბილისში 286 კი აჭარაში გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:16 | 15.10.2020
ნანახია: 734

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისს, 286 აჭარას, 104 კი იმერეთს უკავშირდება.

"366 ახალი შემთხვევა გვაქვს თბილისში, 286 აჭარაში, იმერეთში- 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 57, ქვემო ქართლში – 44, შიდა ქართლში – 21, კახეთსა და გურიაში -13-13, მცხეთა მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში- 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში – ერთი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე