01:00 საათზე თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებს

საქართველო, თბილისი - 17:26 | 26.09.2015
ნანახია: 2144

27 სექტემბერს, ღამე, 01:00 საათზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

იქვე თავდაცვის მინისტრი აშშ-ში მის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე