საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებაზე Salesforce-სთან ერთად იზრუნებს
საქართველო, თბილისი - 16:17 | 13.10.2020 ნანახია: 1274
საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისა და პერსონიზირებული გამოცდილობის შექმნის მიზნით, მსოფლიოში წამყვან, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პლატფორმა - “Salesforce“-თან თანამშრომლობას იწყებს. კოლაბორაცია ბანკს მომხმარებლებისთვის მის ინტერესებსა და საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული შეთავაზებების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.
ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ტრანსფორმაციისაკენ, რომელიც ბანკს მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულ ბიზნეს პლატფორმის მომწოდებლად აქცევს.
Salesforce-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა და მრავალწლიანი გამოცდილების დახმარებით, ბანკისთვის შესაძლებელი გახდება ერთ პლატფორმაზე გააერთიანოს მისი მომხმარებლის ყველა გამოცდილება. პროექტის წარმატების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბანკმა Salesforce-ის მნიშვნელოვან პარტნიორთან, Isobar-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ეს შეთანხმება ბანკს მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროდუქტების თუ სერვისების შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს.
„მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა საქართველოს ბანკსა და მსოფლიოში წამყვან, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პლატფორმა Salesforce-ს შორის. ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული ინოვაციების ინტეგრირებას ჩვენს საქმიანობაში და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობები, რათა მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს მომხმარებელთან. გვჯერა, რომ Salesforce-ის მეშვეობით საქართველოს ბანკი შეძლებს კიდევ უფრო უკეთ მოემსახუროს მომხმარებელს, რაც ჩვენთვის ერთის მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
“ამ რთულ პერიოდში დიჯიტალიაზაცია უკვე საჭიროება გახდა. კომპანიის ციფრული გარდაქმნის ცენტრში მომხმარებლის დაყენება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, რომელიც უკვე დიდი ხანია საზოგადოებას მრავალფეროვან საკომუნიკაციო არხს სთავაზობს. 360 გრადუსით მომხმარებლის საჭიროებების და ჩვევების გააზრება საქართველოს ბანკს მისცემს შესაძლებლობას, მათ მაქსიმალურად პერსონიზირებული სერვისი შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა „Salesforce” - თან ერთად დაიწყო“, -განაცხადა პეტრა ჯენერმა, განვითარებად ბაზრებსა და ისრაელში „Salesforce”-ის გენერალურმა მენეჯერმა და უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა.
ინფორმაციისთვის, „Salesforce“-ი მომხმარებელთან ურთიერთობის მართვაში გლობალური ლიდერია, რომელიც კომპანიებს აახლოებს საკუთარ მომხმარებელთან. კომპანია 1999 წელს დაარსდა და ის შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ზომის თუ ინდუსტრიის ორგანიზაციას ისარგებლოს ისეთი ინსტრუმენტებით როგორციაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, რათა დიდმა კომპანიებმა შეძლონ მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროებების 360 გრადუსით დანახვა.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















