საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში სათბურები აშენდა
საქართველო, თბილისი - 11:48 | 13.10.2020 ნანახია: 1217
საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ამჯერად აბაშის რაიონის სოფელ, გაღმა ზანათში სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათბური აშენდება. აღნიშნული სამი სათბურიდან ერთ სათბურში საშუალოდ 4000 ძირი მარწყვი გაშენდება. წლის განმავლობაში საშუალოდ 2400 კგ მარწყვის მოსავალს ელოდებიან. მისი რეალიზაცია ბათუმსა და თბილისში მოხდება. დანარჩენ ორ სათბურში გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე მეწარმე კიტრისა და პომიდვრის მოყვანას გეგმავს. 800 ძირი ბოსტნეულისგან 2000 კგ კიტრისა და ამდენივე პომიდვრის მოსავალს ელოდებიან. პროდუქტის რეალიზაცია სამტრედიაში, აბაშაში და ზუგდიდში მოხდება. ზამთრის სეზონზე ორ სათბურში მეწარმე 400 კგ სალათის ფურცლის მოყვანას გეგმავს, რომლის რეალიზაციაც ბათუმსა და თბილისში მოხდება. პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 30,500 ლარის ინვესტიცია გამოყო. სათბურების მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარე წლის ნოემბრიდან სათბური სრული დატვირთვით ამუშავდება. პროექტის ფარგლებში 6 ადამიანია დასაქმებული.
„სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში სამი თანამედროვე სტანდარტის სათბური აშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელებაში წვლილის შეტანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობით შევძლებთ როგორც მცირე ბიზნესების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამასთან, ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















