ზესტაფონში სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 12.10.2020
ნანახია: 588

ზესტაფონში სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექთანი პარალელურად ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და მისი დაინფიცირებაც აღნიშნულ კლინიკას უკავშირდება.

როგორც ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ექთნის შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას სპეციალისტები სახლში აკვირდებიან, ხოლო ექთნის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ვირუსი არ დაუდასტურდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ 9 პირს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე