საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი, 55 წლის კაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 12.10.2020
ნანახია: 596

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა .

55 წლის მამაკაცი კლინიკა "მედინაში" მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში გარდაცვლილია 93 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე