დედაქალაქში დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 11:48 | 12.10.2020
ნანახია: 527

დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება და ასევე სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში საგრძნობლად მომატებული რიცხვია, რაც მისი თქმით, საყურადღებოა.

„დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, არის პირბადეების გამოყენება. ამ მიმართულებით ვთვლით, რომ გავამკაცრებთ ღონისძიებებს“, - თქვა ტიკარაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე