"ქართული მარში" დავით გარეჯში აქციის გამართვას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 09.10.2020
ნანახია: 619

"ქართული მარში" დავით გარეჯში მსვლელობასა და იქ აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ "ქართული მარშის" თავმჯდომარემ, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათი პროტესტის უმთავრესი მიზეზი არის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გაყიდვა.

"ჩვენი პროტესტის უმთავრესი მიზეზი არის, რა თქმა უნდა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გაყიდვა. ასევე, ის მოღალატეობრივი ქმედება, რაც ჩაიდინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ, როდესაც ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ, აზერბაიჯანის სახელმწიფოს ფაქტობრივად გადასცა საქართველოს ძირძველი უწმინდესი ტერიტორიები”, - თქვა ბრეგაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე