გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში კორონავირუსი 3 მოსწავლეს დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 12:58 | 09.10.2020
ნანახია: 575

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სკოლის 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ინფიცირებული მეცხრეკლასელის კონტაქტი არიან.

სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დილიდან მუშაობს.

ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ოფიციალურად არ შეწყვეტილა, თუმცა მშობლებმა მოსწავლეების სკოლაში გაშვებაზე უარი თავად თქვეს.

შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი სოფელში, ეპიდემიოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ გაირკვევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე