კორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ენდელაძე

საქართველო, თბილისი - 11:29 | 09.10.2020
ნანახია: 651

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მძიმე პაციენტებიდან, ცხრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი კი, ოკუპირებული ცხინვალიდან.

„დღეს გვყავს 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მათ შორის 61 არის მართვით სუნთქვაზე, აქედან 31 ინტუბირებულია და 30 „სიპაპ“ რეჟიმზე იმყოფება, ამ მძიმე პაციენტებიდან ცხრა გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, ერთი კი, ცხინვალიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე