საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 09.10.2020
ნანახია: 543

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 10752-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 10752 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 5866 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 72.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1338.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე