ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 22:53 | 08.10.2020
ნანახია: 880

მოსამართლემ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს დამანშავედ არ ცნობენ.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა გუშინ, 7 ოქტომბერს დააკავეს.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე