მგზავრებს მახათას მთის მიმართულებით უფასო ავტობუსები მოემსახურება

საქართველო, თბილისი - 07:15 | 21.09.2015
ნანახია: 2685

დღეს, 21 სექტემბერს, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვარს აღმართავენ. ამასთან დაკავირებით, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, დაინიშნა დამატებითი უფასო მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტები.

21 სექტემბერს 08:00 საათიდან შუადღემდე მგზავრებს მახათას მთამდე გადაადგილება შეეძლებათ: ვარდების მოედნიდან, გადასასვლელი ხიდიდან (ხუდადოვის ქუჩის დასაწყისი) და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე