კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 58-ის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 12:17 | 07.10.2020
ნანახია: 548

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 518 კოვიდინფიცირებულიდან 58 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„4 518 შემთხვევიდან 58 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათგან რვა ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე სულ 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ხოლო ერთის კრიტიკულია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე