კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში, 111 თბილისში, 91 კი იმერეთში გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:38 | 07.10.2020
ნანახია: 813

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარას, 111 კი თბილისს უკავშირდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„სასიამოვნოა, რომ აჭარაში შედარებით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადასტურებულების 51 პროცენტია, რაც შეესაბამება 259 შენთხვევას, იმატებს თბილისში, სადაც 22 პროცენტია, 111 პაციენტი, იმერეთში – 91 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 25, გურიაში – რვა, ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში -5-5, შიდა ქართლსა და კახეთში -ორი“, – განაცხადა ენდელაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე