დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 09:57 | 07.10.2020
ნანახია: 543

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ერთ-ერთ თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პაციენტი უსიმპტომო იყო. ინფიცირებულს ცენტრის დაახლოებით 50 თანამშრომელთან ჰქონდა შეხება.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეული და დატესტილია, მათ შორის ტესტი ჩაუტარდა თავად გამყრელიძესაც. არცერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე