საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 14:19 | 06.10.2020
ნანახია: 476

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

6 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა 30 მ/წმ-ს გადააჭარბოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე