საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 06.10.2020
ნანახია: 483

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 9245-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 9245 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4887 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 58.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე