მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ლაშა ქველაძეს მომატებული ტემპერატურის გამო კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება

საქართველო, თბილისი - 19:20 | 04.10.2020
ნანახია: 639

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად ორი – 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 162-ე ( კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) პრიმა მუხლებით წაუყენეს.

ბრალის წარდგენის შემდეგ, ის მარნეულის პოლიციის შენობიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ქველაძეს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ადვოკატის ინფორმაციით, ქველაძე „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს და მას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მარნეულში ძალადობის ფაქტებზე სულ ოთხი პირი დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე