ბაქოს განცხადებით, სომხეთის ძალების სამხედრო მოქმედებების შედეგად ყარაბაღში დაღუპულია 22 აზერბაიჯანელი მოქალაქე

საქართველო, თბილისი - 11:17 | 04.10.2020
ნანახია: 695

ბაქოს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებების შედეგად ყარაბაღში დაღუპულია 22 აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი, დაჭრილია 74 ადამიანი. განცხადებას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 „ამ მომენტისთვის დაღუპულთა რაოდენობა 22-ს შეადგენს, დაჭრილია 74. სამოქალაქო ობიექტების რაოდენობა, რომლებსაც დარტყმები დრონებით მიადგათ, არის 49, დანგრეულია 248 საცხოვრებელი სახლი“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე