ავარიას ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:16 | 03.10.2020
ნანახია: 577

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილთან ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე