ალიევის თანაშემწე აცხადებს, რომ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტები ინტენსიურად იბომბება

საქართველო, თბილისი - 16:01 | 02.10.2020
ნანახია: 823

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩით“ ბომბავს.   

 „1 ოქტომბრიდან სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა „სმერჩის“ გამოყენებით, დაიწყეს სამოქალაქო და საცხოვრებელი ობიექტების დაბომბვა ფიზულინისა და ჯებრაილის რაიონების მიმართულებით. კერძოდ, ინტენსიური დაბომბვის ქვეშ მოექცა სოფელი ჯოჯუღ მარჯანლი, რის შედეგადაც დაინგრა 20 საცხოვრებელი სახლი“, - განაცხადა ჰაჯიევმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, 2 ოქტომბერს სომხეთის შეიარაღებულმა  ძალებმა სარაკეტო სისტემა „ტოჩკა-უ“-ს გამოყენებით, სომხეთის ვარდენისის რაიონიდან დაბომბეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციები შამქორის რაიონში.

ჰაჯიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი თავდაცვისა და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიიღებს ყველანაირ საპასუხო ზომებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე