საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველო, თბილისი - 14:39 | 02.10.2020
ნანახია: 888

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 3 ოქტომბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ ნაწილში), ხოლო 5 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე