კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - ენდელაძე

საქართველო, თბილისი - 11:40 | 02.10.2020
ნანახია: 648

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 36 იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან ცხრა გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე