კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში, 78 თბილისში, 52 კი იმერეთში გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 02.10.2020
ნანახია: 542

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 297 აჭარაში დაფიქსირდა, 78 თბილისში, 52 იმერეთში.

საქართველოში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 52-ია.

„დღეისათვის ქვეყანაში ფიქსირდება კოვიდინვიფირების 7 093 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3 714-ია, რაც შეესაბამება 52 პროცენტს. ქვეყანაში კორონავირუსის 3 379 აქტიური შემთხვევაა. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 297 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 78, იმერეთში – 52, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში ექვს-ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში - ორ-ორი შემთხვევა, კახეთში – სამი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე