საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 02.10.2020
ნანახია: 470

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 7093-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 7093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3714 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 41.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე